საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტთა გამარჯვება სტუდენტურ საგრანტო კონკურსში

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტთა გამარჯვება სტუდენტურ საგრანტო კონკურსში

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ მიმდინარე წლის სტუდენტურ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს შორის  დასახელდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტთა ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტი: ,,შეიცან ჩაჟაშის, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ტურისტული ლოკაციის უცნობი ფასეულობები.“ პროექტი მოამზადეს და კონკურსში წარადგინეს ბაკალავრიატის საფეხურის შემდეგმა სტუდენტებმა: ანა აბესაძე (პროექტის ხელმძღვანელი), ნინო გოგიაშვილი, სესილი ხაზარაძე, გიორგი ფარმანიანი, ბექა როსებიშვილი, სესილი ფაცაცია, ლიკა ოქროპირიძე, ოთარ ფსუტური, ლუკა წივილაშვილი, ჯაბა ანანიძე.  

 

პროექტის დასრულება გათვალისწინებულია მიმდინარე წლის 30 სექტემბრისათვის.

 

როექტის მომზადების  პროცესში სტუდენტებს კონსულტაციებს უწევდნენ ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი სიმონ გელაშვილი და ასოცირებული პროფესორი ნინო აბესაძე, რომლებიც გააგრძელებენ სტუდენტების მხარდაჭერას პროექტის რეალიზების პროცესშიც.

 

ზემოაღნიშნული სასიამოვნო ფაქტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სტუდენტთა სწავლება მაღალ დონეზე მიმდინარეობს.

თარიღი: 09/05/2022